Thursday, July 24, 2014

პრეზენტაცია

სასწავლო პროექტი




1.პროექტის  სახელწოდება: ქართული  ფოლკლორი
2.პროექტის მთავარი  იდეა: ხალხური  მუსიკის  მოძიება და  გავრცელება
3.პროექტის   აქტუალობა: ხალხური  მუსიკა საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა,გადაეცემოდა თაობიდან თაობას და განიცდიდა იმპროვიზაციას.სავარაუდოდ ბევრი ხალხური მუსიკა დაიკარგა,ამიტომ მოსწავლეებს დავავალოთ მოიძიონ დაკარგული მუსიკა,ცჰაიწერონ და გააცნონ საზოგადოებას
4.პროექტის მიზნები: დავაინტერესოთ მოსწავლეები ქართული ფოლკლორით,განუვითაროთ სწორი შეფასების უნარი და  დავანახოთ  რა  მდიდარი და ღირებულია  ქართული  ფოლკლორი. მივცეთ საშუალება, რომ მოიძიონ ძველი,დაკარგული  ან  შეცვლილი  ხალხური  სიმღერები.შეიყვარონ,შეინახონ  და პატივი  სცენ მას
5.მონაწილეთა  ასაკი: 13-14 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციას დაკარგულ ხალხურ  სიმღერებზე.გააკეთებენ  პრეზენტაციას და განათავსებენ ბლოგზე
8.პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:ტრანსპორტი,კომპიუტერი,ლიტერატურა და  ფოტოაპარატი
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოიძიონ მოსწავლეებმა   ინფორმაცია სხვადასხვა წყაროების  გამოყენებით,ეს იქნება:ინტერნეტი,ლიტერატურა.შეაგროვონ  თავიანთი  კუთხის ქართული ხალხური სიმღერები,დააჯგუფებენ,დაახარისხებენ.გაესაუბრებიან ასაკოვან ხალხს თუ რა ხალხური სიმღერების სხვადასხვა ვერსია იციან.შემდეგ გააკეთებ აუდიო  ჩანაწერს,გადაიღებენ სურთებს.ამის შემდეგ გააკეთებენ  პრეზენტაციას  და  გაავრცელებენ  სოციალურ  ქსელში,რათა გააცნონ ხალხს  ნაცნობი და უკვე დავიწყებას მიცემული ხალხური სიმღერები
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:მოსწავლე  განასხვავებს  ხალხური მუსიკის  პოპულარულ ნიმუშებს საქართველოს კუთხეებისა და  ჟანრების მიხედვით,საუბრობს იმ მახასიათებლების  შესახებ,რომლის  მიხედვითაც მოსწონს  ესა თუ ის ნაწარმოები
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მაია კურტანიძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiakurtanidze.20@gmail.com